↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "სიკვდილთან ყველა შიშველი"

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6072 ნახვა

—
სიკვდილთან ყველა შიშველი რჩება;ტანწართმეული და სულშიშველი.ჯერ წაიშლება სიტყვა - „ღირსება”,ბოლოს - პირველი სიტყვა - „გიშველი!”FESTINA LENTE - იჩქარე ნელა,გადაიარე ბოლობჭის ველი,სად არაფერი გვეპატიებაახალგაზრდობით ანდა სიძველით.
სიკვდილთან ყველა შიშველი რჩება;პირველკაცივით ღმერთიშობილა,ვისაც ეშმაკმა, მისივე ნეკნით,მისივ სიშიშვლე შეაცნობინა.თუ იცის ეჭვი და მოყირჭებათვითონ სამოთხის მწვანე ლოგინმაშენ, ვინც ჯვარივით ფიცარზე წვები,წარმოიდგინე რაღა მოგივა.
სიკვდილთან ყველა შიშველი რჩება;შენც გაშიშვლდები ბოლოს, სიკვდილო,შენთან სატირლად ვინ წამომყვება,შენი ტყვე შენვე უნდა მიტირო.ვაი, ამ სოფლის წუთიცვალებითჩამორღვეულო კლდევ და ქვითკირო,ღმერთო და ერთო, ყოველთან ერთად,ეს ერთი გული როგორ ვიტკინო.
სიკვდილთან ყველა შიშველი რჩება;სიბრძნე ყოველთვის მოდის შიშველი,როცა არყოფნის სარკეს ჩახედავყოფნა-არყოფნის ზღვართან მიმსვლელიამაო რჯაა საფლავის ლოდზეამოტანჯული ის დღე, ის წელი.ეს იმას ნიშნავს - გერგო სიცოცხლე,მაგრამ შენ იგი ვერ შეიძელი.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი