↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "როცა მზე ლომზე შევალს"

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6083 ნახვა

—
როცა მზე ლომზე შევალს,როცა შემოვალს ჰეროდე;როკავდეს სალომეა,ჰეროდეადა მღეროდეს.ვიგრძნობ სიკვდილშიც შველას,ოღონდაც უფლის მჯეროდეს.
როცა მზეს მთვარე შეცვლის,როს მოძღვარს გაცვლის იუდა;მას ოცდაათი ვერცხლიოცდაათ სიკვდილს მიუტანს.ამხელა ამბის შემსწრესმქონდეს იმედი კი უნდა.
და, როცა სამი ჯვრიდან,ერთი ისეა მაღალი;ცასაც ხელს შეუწვდიდაიმ ჯვარს ზედ ვინც დავაკალით,ვით არ მიყვარდეს დიდად,ვინც მაძლევს ასეთ მაგალითს.
მერყევი, მაინც კლდე ვარ;მე - სამჯერ, სხვებმა - სამასჯერ...ყურში ვუგმირე მხედარს,ყურზე ხახვიც ვერ დამაჭრეს.ჩემს უფალს ხელებს ხვევდაის საოხრე და საბაწრე.
აღდგა, ხომ მაიც აღდგა!რისი „ვუი” და რისი „ვა...”მეც აქ დამაგდო, რადგანიქ ყოფნის მე რა ღირსი ვარ...ამ ბრმას, რა ძალა ადგას,თვალები რომ დაისივა.
ახლა კი ვიყოთ ასე -ერთად და, მაინც თავისთვის.ღმერთს არ ვისვამდით თავზე,ბოლოს ეშმაკი დავისვით.მე თქვენთან როგორ დავრჩე,წავალ... სად წავალ - რა ვიცი?!
მწამს... ვიმედოვნებ... მიყვარს...მჭამს ეჭვი აუწერავი;ყოველ ამბორში - სიძვა,ყოველ მზერაში - მზვერავი ...ამ უსამართლო მიწასვერ შემარიგებს ვერავინ!
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი