პოეზია · ლირიკა
ჭინკასთან საუბარი
ზოგჯერ ცარიელი მწვანე ბოთლიდანან სიგარეტის ლურჯი კვამლიდანგადმოვა ჭინკა, კუდს გადმოიტანსდა მეცხადება სულ სხვა ჰამლეტად.
კამათბს, ანჩხლობს თმაგაჩეჩილი,კამათობს, ანჩხლობს, იგრძელებს კისერსდა სტრიქონებად შემომაჩეჩებსამურისათვის მოპარულ ისრებს.
–გაიმარტივე ყველა სირთულეხელის ჩაქნევით ანდა ქირქილით.ხელთ იგდეთუნდაც სხვისი ტიტულიდაიდგი თუნდაც სხვისი გვირგვინი.
ნიღბები გინდა?ნიღბებს, პარიკებსრამდენსაც გინდა იმდენს მოგიტანთვითონ ეშმაკის გარდერობიდანისე...ეშმაკიც რომ ვერ გაიგებს.
იზრუნე წიგნზე და ყდის ფერებზე,გზას რეკლამებით უნდა იგნებდე.ბრბოს წიგნი როდი აინტერესებს,არამედ მხოლოდ აზრი წიგნებზე.
აჩუქე წიგნი ლამაზ გოგონებს,ყველას ხატება უწოდე ფრესკისდა ესტრადაზე შენც აგოგმანეჭრელკაბიანი კუდრაჭა ლექსი.
მგოსნებიც აქე ყველა ცალცალკე,თუ მარტო დარჩი მთლად ერთი ერთთან.მერე იმ ერთთან ყველა აძაგედა ყველა, ყველა გიწამებს ღმერთად.
–ჭინკა კი არა ავგაროზი ხარ,ისე სწორად ხსნი ცხოვრების იგავს,შენ მგონი უფრო ანგელოზი ხარ.ვიდრე მაცდური, ბოროტი ჭინკა.
მე კი ხანდახან ვეშვები ქვევით,როდი ვეძახი ჩემს თავს უცოდველს;ჯუჯას ვუწოდე პატარა დევი,დევს კი–ვეება ჯუჯა ვუწოდე...............................................................თუ ეს ცდუნება გადავიტანედა ჭინკა ბოთლში თუ ჩავიტყუე,განწირულ გემის კაპიტანივითმე შევასრულებ წმინდა რიტუალს.
დაე, განსაჯოს ვიღაც მესამემ,განსაჯოს წლების იქით და აქით:იქნებ ტყუილად ვევნე–ვეწამედა გაწბილება არ ღირდა ჭინკის?