პოეზია · ლირიკა
ჭადრაკი
თამაშობენ ჭადრაკს ძმებიდა თან მოსდით კამათი.სათითაოდ იძახიან:- ქიში! ქიში! შამათი!
გიგამ მოკლა ლაზიერი,ლექსომ – გიგას მხედარი.გაცხარდნენ და მეფის გარდავეღარაფერს ხედავენ.
ქეთი ამბობს: - ვერაფერივერ გავუგე ამათო,ჩხუბობენ და როგორ უნდათმეფე დააშამათონ?!
დაარიგა: – რატომ ბრაზობთ?ჭადრაკს ფიქრი სჭირდება.თუ იჩხუბებთ, გამარჯვებაუფრო გაგიჭირდებათ!
ძმები მაინც გაჰყვირიან:- საქმე მიგდის შავადო,ხელი უშვი მაგ ფიგურას,უნდა დაგშამათო!