↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭიანჭველა

გულეური ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი3267 ნახვა

—
ტვირთი მიაქვს ჭიანჭველას,
არ სჭირდება სხვისი შველა.
თუმცა არის ერთი ციდა,
ზურგზე თვითონ მოიკიდა.
გამრჯეა და მუყაითი –
არ აშინებს მძიმე ტვირთი.
მასზე არის ათჯერ დიდი –
აბა, კარგად დააკვირდი!
გულეური ვასილ

გულეური ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი