პოეზია · ლირიკა
სურათები
მდინარის გაღმა დარბოდა ყეფა,გამოღმა ქარი დამალა ყანამ,იწვა ორსული ზვინების კრებადა ვოცნებობდით ფრენაზე მანამ -
სანამ მაკიაჟს ირგებდა დილა...ყურს აყოლებდა გალოკვას კატა,ქარი ყვავილებს ქორწილით ღლიდა,შემოდგომა კი ეხურა ფატად.
გუნდაობამდე წამები ვთვალეთ,ვერ დავუზავდით ცხოვრების არჩივს,მახსოვს გათოვდა ძალიან მალე,ჩვენ კი სხვადასხვა ზამთარში დავრჩით!...