↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭიანჭველების ქორწილი

გულეური ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი3262 ნახვა

—
ქორწილი აქვთ ჭიანჭველებს,ფუსფუსი და ხმაურია.კუნძის ძირას მწვანე ხავსისხალიჩები დაუგიათ.
მრავალძარღვას ფოთლებისგანგაუშლიათ გრძელი სუფრა,პატარძლისგან დიდ მაყრიონსმოელიან მალე სტუმრად.
სუფრა არის სანაქებო,რა გინდათ, რომ აქ არ იყოს.მერიქიფე ღვინოს ასხამს,დოქებით რომ დაარიგოს.
ბლომად არის ტკბილეული,თავთავები ქერის, ხორბლის...სწორედ ამ დროს – მოდიანო!ხმა გაისმა მახარობლის.
შავ და წითელ ჭიანჭველებსმოუყრიათ ერთად თავი,ნეფე არის წითელი დაპატარძალი არის შავი.
სუფრის თავში დააბრძანესდა პატარძალს ნეფემ კოცნამხოლოდ მაშინ გაუბედა,თამადა რომ დაილოცა:
– გამრავლდით და გაიხარეთ,ღმერთმა ასე ინებაო.თქვენი შვილი, ო-ჰო-ჰო-ჰო,რა ლამაზი იქნებაო!
ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენმაზლები და ცოლის ძმებიდა დილამდე გაისმოდასიმღერის და ცეკვის ხმები.
გულეური ვასილ

გულეური ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი