↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰიდრო-მეტეო-როლოგი

გულეური ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი3259 ნახვა

—
ტელევიზორში მომესმა,კი არ ვიძახი მოგონილს,სიტყვა ჰგავს ენის გასატეხს:ჰიდრო-მეტეო-როლოგი!
მამა ყველაფრის მცოდნეა,ჰოდა, მას ვკითხე: მამიკო,ჰიდრო-მეტეო-როლოგირას ნიშნავს, როგორ გავიგო?
მამამ თქვა: მაგის გარეშეცაზე ღრუბელი არ მიდის.ეგ გვეუბნება, ხვალისთვისროგორი გველის ამინდი...
მახსოვს, სოფელში რამდენჯერგავუშვით ჭია-მაია,ვეკითხებოდით – ხვალისთვისგვითხარ, როგორი დარია?
მჯეროდა, ჩემი მამიკოგამიმართლებდა მოლოდინს...ჭია-მაია ყოფილაჰიდ-რო-მე-ტე-ო-რო-ლო-გი!
გულეური ვასილ

გულეური ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი