↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დღეს ჩემი დღეა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95289 ნახვა

—
დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე,მსურს ვიხალისო, მსურს მოვილხინო,მომავალ ბედის სადღეგრძელებლადმინდა რომ ყანწით დავსცალო ღვინო.მაშ მომილოცეთ, რაღას უყურებთ?ვარდ-ყვავილებით მომირთეთ ბინა,წუხელის მე ამ დღეზე ვფიქრობდი,ვერ მოვისვენე, არ დამეძინა.ერთი დღე მაინც, ერთი დღე მაინცმწარე ოცი წლის განმავლობაშიდამითმეთ, რომ მე ვიყო მეუფეამ განუსაზღვრელ მარტოობაში.არავინ მოდის?.. არავისა სურს,რომ ვიხალისო, რომ მოვილხინო?..ხა, ხა, ხა, ხა, ხა! დღესაც მარტო ვარ,მაგრამ რას ვეძებ, მომეცით ღვინო!
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი