↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეфემერა - ეს არის სიტყვა საშინელი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95289 ნახვა

—
ეфემერა - ეს არის სიტყვა საშინელი და უკანასკნელი.რა არის სადმე უფრო მძიმე, უფრო ჩამკირველიშთაბეჭდილება? - სიკვდილი? არასდროს.თანდათან ნელდებიან ყველა ქვეყნიური ხმები.მალე გამეფდება სამარისებური სიჩუმე.სულ ერთია, როგორ მიდიან ეფემერული დღეებიდა ღამეები - დილა თუ საღამო. არვინ არ ელისგაღვიძებას, ახალ შეხვედრას, მომავალ აღდგომას.ღვთაებრივი ისტერია იყო უკანასკნელი,რომელსაც კიდევ ახსოვდა ეაემერა.ეაემერა! ღვთაებრივი ისტერია შეუგნებლადგიგონებს შენ მილიარდი წლების განმავლობაში.ეფემერა! შენზე მწუხარებით იგი მზერა დაპლანეტებს გიგანტიურ ნამსხვრევების ყორედ აქცევს -ეფემერა! ასეთად დასტოვებს იგი ქვეყანასმარადისობისათვის.ეფემერა! არის განა ქვეყნად რაიმე, რომელიცისმოდეს უფრო უდიადესად, უნუგეშებლად,უგულწრფელესად - ვინემ ხმა - ეфემერა!
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი