↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "გაზაფხულამდე ალბათ"

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6081 ნახვა

—
გაზაფხულამდე ალბათ დიდხანს მომიწევს მოცდა,ცივმა ზამთარმა სევდა მომცა, ლხინი წამგვარა…„აღარ მიყვარხარ!”-ღმერთო ჩემო ეს რა წამომცდა,ხომ შეიძლება შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად.
გათენებამდე მთვარეა და მთელი ღამეა,მღერის ქარი და პაემანზე ტყისაკენ მიჰქრის…„ისევ მახსოვხარ!”-ღმერთო ჩემო, რა სიამეა,ხომ შეიძლება შენც გაივლო ამგვარი ფიქრი.
ვერ შეველევი ოცნებებს და ვარდისფერ ფიქრებს.თუმცა ტკივილმა უნუგეშოდ მტანჯა და მთენთა…„მე გელოდები!”-ღმერთო ჩემო, ვინ იცის იქნებმელოდებოდე, - ავდგები და წამოვალ შენთან.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი