↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ავიღებდი"

ღლონტი ვახტანგ

2019-02-131 წთ საკითხავი5136 ნახვა

—
ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ავიღებდი,(რადგან ვარსკვლავები ზეცას ანათებენ),კარში გავიდოდი, ძებნას დაგიწყებდი,სანამ ამ ფეხებზე ხუნდს არ დამადებენ,მანამ ამ ხეტიალს თავს არ დავანებებ.ძველი დრო რომ იყოს - ჩადრით შეგმოსავდი,არ მსურს სიყვარული სხვათა საზიარო,ხელში აგიყვანდი, ცხენზე შემოგსვამდი,რათა სიყვარულის ნექტარს გაზიარო,შენთვის მარტოდ ყოფნა არის საზიანო.ძელი დრო რომ იყოს - შოთა... ხაიამი...ქალი რომ ქალობდეს, ვაჟი ვაჟაობდეს,სადღაც ყრუ სოფელში მთვარიანი ღამით,წმინდა ქალიშვილი კაცთან წაწლაობდეს,ხალხი ზნეობაზე ამდენს არ დაობდეს.ძველი დრო რომ იყოს - სანთელს ჩავაქრობდი,ვიცი ეს თვალები მაინც მოგძებნიან,კარში გავიდოდი, სევდას გავაქრობდი,ქალი მე შენს მეტი არ მიოცნებია,ვიცი, ეს თვალები მაინც მოგწვდებიან.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი