↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ძმაო, მამავ და ღმერთო"

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6073 ნახვა

—
ძმაო, მამავ და ღმერთო -იესო, იეშუა...გაჭედილი ვარ სადღაც -ცხადსა და სიზმარს შუა.აქეთ, მაქეთ თუ სხვაქეთ -გამოსავალი თუა?!
ძმაო, მამავ და ღმერთო -იესო, იეშუა...გეძახდი, მაგრამ მივხვდი -დამძახებელი ყრუა.თორემ ხმის გაცემაზეხომ არ იტყოდი უარს.
ძმაო, მამავ და ღმერთო -იესო, იეშუა...მომენატრები ისე,ვით მშიერს პურის ყუა,ვით ადამს სამოთხეთი,ეშმამ რომ გამოსტყუა.
ძმაო, მამავ და ღმერთო -იესო, იეშუა...გენდე და, - მენდე, თუმცაკაცი ყოველი ცრუა.დაშრა შუბლს ქვემოთ, სადაცორი პატარა რუა.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი