↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ატომი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
- რას სწევ უბიდან? სთქვი, ქალო,მიწამ ცას რა დაუშავა?ვფიქრობ, შუშაა უბრალო...- დიაღ, უბრალო შუშაა.
- შუშაში, ვამჩნევ, თრთის კვეთი.რა ღელვა, რა გიზგიზია...საკმარისია თუნდ წვეთი?- ო, წვეთიც საკმარისია!
- შხამავს ატომით ფიალას -სულ ერთი წვეთით თრთის მტერიდა ჰკარგავს თანდათან ძალას!- ვერ იხსნის ვეღარაფერი!
- იცნობს დალესა მძვინვარეს?- მის მიერაა ნალესი.- და ბოლოს მსხვერპლი ვინ არის?- თვით იგი, თვითონ დალესი!
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი