პოეზია · ლირიკა
* * * "ძმებო,რისი ლექსშაირი"
ძმებო,რისი ლექსშაირი,,,საღმრთო საღმრთოდ'' რომ იქმნება;შემიწირეს ამ საშაროდგარითმულმა ქრონიკებმა.რუსეთუმეს გაეყრები -შეეყრები თურქეთუმეს;ვინ შორეულ ამერიკასუთამაშებს თეძოდუმებს.
ხომ ღამეა,მათი ნებადღეს დღესავით ნათელია;უფულო და უუფლებოსამშობლოში ქართველია.
გამოშტერდა სიბერისგანერთ დროს დიდზედიდი ერი;ორღობიდან შარაგზისკენმიისტვენს და მიიმღერის.
ეს ევროპაც,დოხტურივით,ან მოგვკლავს და ან გვიშველის;დიაგნოზი რომ დაგვისვასუნდა გვნახოს ტანშიშველი.
მოსწრებაზე არის გახდა,რიგი დგას და რიგი ღელავს;მგონი,,,ქართვლის დედის'' გარდა,უკვე გაიხადა ყველამ...
გაიხადეთ,ძვირფასებო,ასე უფრო ნამდვილი ჩანს;ზეცა - უანგელოზებო,წართმეული მტრისგან მიწა.
ასეა და არ სჭირდებასათქმელს მეტი გამუქება;რომ გავყიდეთ - ის შვილებიდაგვიბრუნეს მამლუქებად.
რისთვის გინდა(რომ დაეძებ)ის ხანჯალი ალესილი?!.მალე ყველას სანაგვეზემოგვისვრიან ამ ლექსივით!!!
2014 წელი