↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ ღირს იმ ერთ ცრემლად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
მთელი ღრიანცელი ყველა პოეტების,დაუსრულებელი როცა კამათია -არ ღირს იმ ერთ ცრემლად, თვალს რომ მოედებისდა ღრმა მოგონებამ მე რომ დამათია,მაგრამ დაცემული არვის ვენახვები:თუმცა მრავალია გულში დაგუბული,როგორც ყვავილები, როგორც ვენახები,დაუსრულებელი სეტყვით დაღუპული.შენ ნუ დაეცემი, შენ ნუ შეშინდები.გულის უდაბნოსთან ბრძოლას ეგ არ იგებს.ყველა ამაოა, ჯერ არ შებინდდება.მხოლოდ გამარჯვება ბედთან შეგვარიგებს.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი