↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ხან ტყვიას გვჩუქნის..."

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6071 ნახვა

—
ხან ტყვიას გვჩუქნის - დანტესივით,ხან ბეატრიჩეს - დანტესავით...ყველა მიწაში დათესილა,ვინც ძმა იყო და ნათესავი.
ბედი, ბრმა ბერი მებადური,ჩორკნის ქარონის ბაიდარებს,გნებავს, იცხოვრე უცხოსავით,არა?! - მიდი და გაიარე!
ო, რა იმედით შევჩეროდით,გზავნილმაც გზანი განამზადა...არსებობს ორი არჩევანი -მათხოვარი ან არამზადა!
გაჩნდი, ნიშნავს რომ, დაისაჯე!ისევ გვისხამენ ცოფს ლულიდან,იუდას ხელით ასიასჯერგაცემული და მოკლული ვარ.
და თუკი ჯვარცმას მიყოვნებენმამამგლები და ძმაძაღლები,ანაღვლებთ, არა ჩემი ვნება,არამედ, შიში ამაღლების.
მე ჩემს ფიალას არ ავიცდენ,თავი მივანდე მამაციერს,იქ, ზეყანაში გასწორდება,რაც ქვეყანაზე დამაწიეს.
თუ ეს იმედიც ამაოა,მაშინ სიკვდილიც ამო არი...მაინცა არაფერი არ გამოვა,ირგვლივ საუკუნო საღამოა,ბჟუტავს სანთელი ჩამომდნარი.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი