↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სხივი ბეთლემის ქვაბიდან

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6082 ნახვა

—
სხივი ბეთლემის ქვაბიდანაღწევს ბათუმის ბაგამდეც,მე ისე შეგითამამდი,ვგრძნობ, მალე უნდა დაღამდეს!
დეკემბრის ოცდახუთიდანრაა დეკემბრის ოთხამდე,დეკემბრის თვეში დედებიახალ სამოსში მოგვრთავენ.
შავი ზღვის სანაპიროდანგეძებდი იორდანემდე,ვიცი, ეშმაკის პირობასრადაც არ უნდა დანებდე.
ვნახე დევნაც და პატივიც,ვარ განწირულთა სახლიდან,ვერც მე ვგუობდი ტაძრისპირფარისეველს და დახლიდარს.
მებრალებოდნენ მეძავნი,ვამქრობდი ავაზაკებთან,ათასი კაცი მლანძღავდა,ათჯერ ათასი მაქებდა.
ვცნობდი კანონისმცოდნეთ დაკაცობის უვიც მწიგნობართ,სუყველგან იუდაურიხვევნა-კოცნა და ციგნობა.
ცრემლიც და სისხლიც მადინესბრმათა სიგლახით მომძღარი,ბრბოს მიმხედრებდა რამდენიერის მამა და მოძღვარი.
გაყიდულ-გამოყიდულისქვეყნად პატრონი არი ვინ?!ვარ ასე, გამოკიდული,ჯვარზე გაკრული ჯვარივით...
გეთსიმანიის ბაღიდანმოვლენ ბათუმის ბაღამდეც,მე ისე გიახლოვდებივგრძნობ, მალე უნდა დაღამდეს!1994
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი