↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ჩემი - სიძულვილიც გშველის"

ღლონტი ვახტანგ

2025-02-131 წთ საკითხავი4922 ნახვა

—
ჩემი - სიძულვილიც გშველის,შენი - სიყვარულიც მზაფრავს.დამრჩა ნავისაგან ძელი,არც ნიჩაბი და არც აფრა.
არც სურვილი ნაპირისკენ,თუმც გავწყალდი წყალში გდებით.რომ გამრიყოს,ვშიშობ, ისევქართულ მიწას მოვადგები.
არც შვილი და აღარც გერიჩემი ხარ და შენი არ ვარ.გეყო სიძულვილისფერისი-სი-ყვა-ყვა-რულის ფარვა.
არც მკვდარი და არც ცოცხალითავით არ დაგენახები.სხვამ გაგისხლას საგოლგოთეჯვრად საზრდელი ვენახები.
სხვებმა მოილექსონ ეშხითშენი გელათი და მცხეთა.ამ უღმერთო სამოთხეშიმზეც იღიმის ჯოჯოხეთად.
,,სხვა საქართველო სად არი...''იქნებ მართლაც იყოს სადმესხვა სამშობლო,ოღონდ არაეს,რომელიც მომისაჯეს.
მიხარია - ვკვდები,გტოვებ.მაგრამ ვაი,როგორს გტოვებ,რაც გადარჩა,ისიც დარჩაშინამტერს დს უცხოტომელს.
რატომ,გეკითხები,რატომ...რისთვის,მიპასუხე,რისთვის...ცისკენ,სულო,უსხეულოჩვენი საქართველო გვიცდის!
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი