პოეზია · ლირიკა
*** "ცხოვრება იყო სიზმარივით"
ცხოვრება იყო სიზმარივით,სიზმარი იყო უსასრულო...გზები ჭენებით გამცვდარა დაწლები ლოდინით მომცდარიყო.ბოლოს მოვიდა სიხარული,მაინც მოვიდა სიხარული,აჰა, მოვიდა სიხარული,რათა ჩემს თვალწინ მომკვდარიყო.არა-მეთქი, სიხარულო,ცოტაც-მეთქი დაიცა,შენ თუ არა, _ მთვარით მთვრალებსვინ ოხერი დაიცავს.შენ ხარ ჩემი მეგობარი,ძმაიცა და დაიცა...შემომცინა, შემომცივა,მკერდში დანა დაიცა.ცხოვრება იყო სიზმარივით,სიზმარი იყო უსასრულო...გული გვემული მკერდიდან დათვალთაგან ცრემლი მომწყდარიყო,ბოლოს მოვიდა სიყვარული,მაინც მოვიდა სიყვარული,აჰა, მოვიდა სიყვარული,რათა Eჩემს მკლავზე მომკვდარიყო.არა-მეთქი, სიყვარულო,გვედრი-მეთქი ძალიან,მოსვლას ზარობ, წასვლას ჩქარობ, _ეგ რა სამართალია.ნაიარევს, ნაუარევს,ვინ შეუშროს თვალია...არც მითხრა და არც მისმინა.ჩუმად სული დალია.ცხოვრება იყო სიზმარივით,სიზმარი იყო უსასრულო...ტიროდა ჩემი ჯალაბი დაკარზე ზღვა ხალხი მომდგარიყო,ბოლოს სიკვდილი მომეახლა,თვითონ სიკვდილი მომეახლა,დიახ, სიკვდილი მომეახლა,რომ ჩემთან ერთად მომკვდარიყო.არა-მეთქი, ჩემო მკვლელო,ცოტაც-მეთქი დამაცა,მითხრა: `გეყო, შე საწყალო,ბედმა რაც გათამაშა” _მხარზე ხელი გადამხვია,გული გამიმამაცა _აქ ცხოვრების, იქ ცხონებისდედაცა და მამაცა.