პოეზია · ლირიკა
*** მე თუ მიყვარდა-მიყვარდა
მე თუ მიყვარდა - მიყვარდა!თუ არ მიყვარდა - მძულდა!ისე მძულდა და მიყვარდა,სულ ვიდექ აღსასრულთან.მე არ შემეძლო ნახევრად,ან ისე - სხვათა შორის!სულ მდევდა გაუხედნავიმითქმა-მოთქმა და ჭორი.ვისაც ვუყვარდი, ჯვარს მაცვა,ვით მამამ ძე და ღმერთი.ვინც მძულდა, არაკაცთაგან,არ გამიწირავს ერთიც.ჩემი საფლავი ცაშია,თქვენი ცხოვრება - აქვე...უკვე აღარ ვარ საშიში,რამდენიც გინდათ, მაქეთ!მე გავაღწიე აკლდამას,დაბეჭდილს თქვენი ხელით,არ გავჩენილვარ საკვდავადდა ეს ალიბი გშველით.სულ მარტო ვიყავ, სიკვდილიცმარტოობაა, სხვა რა?!ის სხვისთვის იყო სასჯელი,ჩემთვის ცხოვრების შარა.მეც ვივლი დაუსრულებლივ,როგორც ვიარე დღემდე;ტანჯვის და სევდის უფლებით,ასი მკვდარი წლის შემდეგ.
1995