პოეზია · ლირიკა
ჩუმად, სიყვარული იბადება
სითბო, გაცემული გამეტებით,უკან დაგვიბრუნდა საზიანოდ...აფხაზს გულს ვუყოფდით,ოსთან ღამეს ვტეხდით,რუსთან პურს ვთესავდით საზიაროდ.ერთად ტირილიც კი მენატრება,ისე ალთა-ბალთა ვიარებით...ქვეყნის ნაჭრილობევს ემატება,აფხაზს გულს გავუყოფთ,ოსთან ღამეს გავტეხთ,რუსთან პურს დავთესავთ საზიაროდ.მიმტევებლობა და მიმადლებაერთი დაბრუნდება ათას ერთად...ჩუმად სიყვარული იბადებაქვეყნად სიყვარულის დასათესად!ერის ტკივილი და იარები.ქრება დავით მეფის საგანძური,ქრება თამარ მეფის სანათელო...ასე ნაწილ-ნაწილ დაფანტული,რა გზით, რა მზით უნდა გაგამრთელო!რაკი მტრად მოსული ვერ ვიმოყვრეთ,ვხედავთ მტერმდიდარნი რასაც ვგავართ...მაგრამ იბადება, თურმე მოყმე,ბებერ სიძულვილის დასაძლევად.ვინც ამ სამზეოზე იმზიანებს,უნდა ერთგულებას გვაზიაროთ, –