პოეზია · ლირიკა
ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი
ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –ისევ მოვედი შენთან...შენს ლურჯ ფანჯრებზე დნება აპრილიდა სილამაზე ფერთა.ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –ისევ მოვედი შენთან!გადამიფრინდი ჩიტის ბარტყივით,ბევრი ვიარე კენტად,მომდევდნენ წარსულ დღეთა ლანდები,ვერ დავემალე ვერსად,ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –ისევ მოვედი შენთან!სხვა სიყვარულის უცხო ნაპირიარ არსებულა ქვეყნად,სულმა სიამე შენთან განცდილივეღარსად ჰპოვა, ვერსად, –ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი,მე ისევ მოვალ შენთან!მომდევდნენ წარსულ დღეთა ლანდები,ვერ დავემალე ვერსად,გული საოცარ დარდით დაჭრილიფეთქავს და აღარც ფეთქავს...ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –ისევ მოვედი შენთან!ბოლომდე შევსვი სევდის ფიალა, –მაბნევს სიმუქე ფერთა...მინდა მოგიძღვნა მთელი სიცოცხლე,შენ სიყვარულის ერთავ!ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი, –ისევ მოვედი შენთან!