პოეზია · ლირიკა
ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი
ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი,ხან მზე დგას, ხან კი ქარები ქრიან...ყველა ვიღაცის იმედით დადის,ყველას ვიღაცის იმედი ჰქვია.ჩუმად მოსული ტკივილის გარდაგული ხომ ათას სიხარულს ელის...და ჩვენ ვიცინით, ვიცინით, რადგანვიღაცას ჩვენი სიცილი შველის.