↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი

ღლონტი ვახტანგ

2019-02-131 წთ საკითხავი5136 ნახვა

—
მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი,შენ რომ ცრემლიანი მომიშორე...შეგხვდი უამრავი ომის მერე,მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი,შენ რომ ცრემლიანი მომიშორე.მე რომ ლოცვად ვიყავ დავარდნილი,შენ რომ გლოვისათვის არ გეცალა...ქარებს ნაწნავები გაეშალათ,მე რომ ლოცვად ვიყავ დავარდნილი,შენ რომ გლოვისათვის არ გეცალა.ზეცა დედასავით დამტიროდა,მიწა მცილდებოდა ჭუჭყიანი...ვდგავარ შენს წინაშე სუსხიანი,ზეცა დედასავით დამტიროდა,მიწა მცილდებოდა ჭუჭყიანი.მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი,შენ რომ ცრემლიანი მომიშორე...შეგხვდი უამრავი ომის მერე,მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი,შენ რომ ცრემლიანი მომიშორე.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი