↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** შემოეფლანგათ მშობლებს სამშობლო""

ღლონტი ვახტანგ

2025-02-131 წთ საკითხავი4923 ნახვა

—
შემოეფლანგათ მშობლებს სამშობლო,შემოეფლანგათ მშობლებს შვილებიც.შვილებს აღარ სურთ შვილები შობონმშობლების სისხლზე დაგეშილები.
რა ქვეყანაა შურის უდაბნო,გზას,უმეგზუროს,ჰქვია ქვეყანა.ყველა მოსეა და ვერ შეთანხმდნენ,-ხალხი ვის როგორ გამოეყვანა.
და გაიწელა წელი ორმოციდა ნაფუძარზე ჰყივის მამალი.ერთმანეთისთვის გათხრილ ორმოშიწევს წინამწეც და შთამომავალიც.
,,რა ხლხი ჰკვეთდა - ჰკვირობს გამვლელი -მიუვალ კლდეში უფლის დარბაზებს?!ალბათ,თვით ღმერთი თავისი ხელითწერდა სასწაულს მიწის დაფაზე.''
აქ განისვენებს ერი,რომელიციყო მაღალ ღმრთის თანამშრომელი,მაგრამ ზედმეტმა ამპარტავნებამთავზე დაამხო დასამხობელი.
ვერ აიტანა შვილი მშობელმა,ვერ აიტანა შვილმა მშობელი.მეც ერთი იმ ბედავთაგანი ვარ,მათი უიღბლო ამბის მთხრობელი.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი