პოეზია · ლირიკა
მამლუქი
ისე უეცრად ამაღლიტეს დედის ძუძუდან,როგორც წიწილა- მიმინო რომ წაანიავებს...დამავაჟკაცა ცხელი მზის ქვეშ რბენა-ძუნძულმა,გამაავკაცა ჭრელი მტრების უცხო სიავემ.
სულ სხვა ნიავებს მაძალებდა ზეცა აკვნიანს,სულ სხვა ქარებმა ამილესეს სისხლით ხანჯალი.მე განა გული,-მხოლოდ გულის სითბო მაკლია-ჩემი სამშობლოს მზეს რომ დარჩა დაუხარჯავი.
ჰაუ, მაჯამით ან შაირით ვიღა გამზრდიდა,ვინ მიმღერებდა "იავნანას", მერე- "ჩაკრულოს"?..უხედნ ულაყზე გამამწესეს ჭრელი ბაზრიდან,ვაი, გვამებით დამარხულო, სულო, ჩაკლულო.
რად ვგულნაკლულობ, დიდება ხომ მახლდა ხმალივით,ხომ ვა-ცა-მტვრევდი ლუკმა-ლუკმა ციხე-ქალაქებს?!რამდენი ქვეყნის ცა ვატირე ცხარედ, ქალივით,რამდენი ქვეყნის შავი მიწა წითლად დავლაქე!
თითქოს გამლახეს-ამიდუღდა მკერდში ლითონი,გრიგალსგასწრებულს დამეწია სიო ბავშვობის,მერე: "დიდება", "ოქრო", "ვერცხლი"- გახდა ლიტონიდა საკუთარ თავს, სისხლ-ხორციანს, წუთით დავშორდი;
მზეზე ვაშრობდი ობოლ დარდებს პირამიდებთან,ხან არეული ნაბიჯები სწვავდა ტრამალებსდა უცებ მოხდა, უცებ... მკერდში ფეთქვა მინელდადა შიშნარევი შეძახილი მოსწყდათ ამალებს.
ვეღარ დავმალე კაკალ გულში დარდი მოცლილი:-ეჰ, ჩემს მიწაზე, ჩემს კერასთან რარიგ კარგია!ჩვენ სამშობლოში ვკვდებით მუდამ ხმალამოწვდილი,უცხოეთში კი მუდამ ასე გვკლავს ნოსტალგია.
დამიკარგია ბევრი ხმალი ოქროჭედურიდა ზარდახშები, ავსებული ზურმუხთ-ლალებით,მაგრამ საფლავში უფრო მტკივა მამულ-დედულიდა დედაჩემის ცხელი ცრემლით სავსე თვალები.
არ გებრალები, მომავალო, უცხო მიწაში?უცხო სითეთრე ჩემი ძვლების ნუ შეგაშინებს,დედამიწაზე ქართველის კვალს, აბა, ვინ წაშლის,-საუკუნეთა წიაღიდან ამომაბრწყინედა დამავანე (სამუდამოდ!) ქართულ მიწაში.