პოეზია · ლირიკა
მარტი
მარტი იალ-კიალებს,ქარებს მოაგრიალებს,აქა-იქ მზეც იალებს-გაზაფხული მკვიდრდება.ვიღა ჩივის იარებს,გულს რომ ადარდიანებს.ვკარგავთ ადამიანებს...ვიღას გაგიკვირდებათ.
მოვდიოდი სოფლიდან,გული ამიფოფინდა!ვაჟკაცობა მყოფნიდა-დავდიოდი გლეხურად.არც გუგული მოფრინდა,არც მერცხალი მოფრინდა;ქალაქშიდაც მოშივდაგაზამთრებულ ბეღურას.
მთის შვილობით ვამაყობ,ვიღაც რითმებს მკარნახობს...არ იქნება, არ ვნახოამ ტყის აფერადება!ჭერო, სხვენო, ჩარდახო,ჭრელაჭრულა ფარდაგო-გაზაფხულის ბალახო-თქვენგნით რა მემართება?!
ისევ დავიხუნძლებილექსებით თუ ყურძნებით,უბით დამაქვს ფურცლები-ლექსის საწნახელები.ვბერდებით თუ ვხუცდებით,ვბერდებით თუ ვხუცდებით,-სიცოცხლეთი უძღებებსგვეკრიფება ხელები...
გველოდება საუფლო,(დადინჯებით ვსაუბრობთ...)დალოცვილი საწუთროსხვისთვის არ გვემეტება.მირჩევნია სად უფრო?სიყვარულით დაუთრობს,ამ მიწაზე დაუთრობსზეცა მეიმედება!!!