↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა მაპატიებს

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5077 ნახვა

—
შენ და საკუთარ თავს ერთად დაგცილდებით,ცაზე დაგიტოვებ წითელ ნაფეხურებს...მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით,წუხელ ტკივილიან სიზმრად გავეხურე.
თოვს და ყველაფერი შავად მეჩვენება,(დარდმა გამომიკრა მაგრად აპეური.)ვხედავ ნეგატივებს... და ეს შეჩვენებაცვფიქრობ, ლოცვებია თოვლში გარეული.
ვიღაც მკითხულობს და ისე ბოღმიანობს,ახლა ჯანდაბისკენ ნაღდად ავუხვევდი!სისხლი ძარღვებიდან ისე მოხმიანობს,გულო, არ მგონია დიდხანს აუხვიდე.
ყალბი ტკივილებით ჰაერგაჯერებულქალაქს როგორ გინდა რამე დააჯერო?როცა ყველა გხედავს მზეზე გაჩერებულს,შენ კი ჯურღმულებში ჭინკებს დააჭენებ.
მეტად ცოდვებისგან ვეღარ დავმძიმდები,ვეღარ შეგინახავ სხეულს ნაპატიებს.მარტი "მივულოცე" დედას სამძიმრებით.დედა მაპატიებს...
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი