↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ახლა ოქტომბრის ღამესთან ვწევარ"

ბერეთელი ნუკრი

2006-09-121 წთ საკითხავი2271 ნახვა

—
ახლა ოქტომბრის ღამესთან ვწევარდა უშენობა ატანს ძვალ-რბილში.ხვალ მოვალ ფერად ფოთლების წყებად,(ფოთლად მოსვლასაც ხომ ვერ დამიშლი!)და შენი სახლის გარშემო დავცემ _დამპყრობელივით _ უთვალავ კარავსდა ალყად მომდგარს თვალები გამცემსდა მოგთხოვ ჩემი გრძნობების ღალას.შენ კი ამაყად გადმივლი გულზე,ეზოს კუთხესთან მიგიყვანს მზერადა ძველი ცოცხით ამკინძავ უცებ,სულ ფურცელ-ფურცელ,სულ ჭრულა-ჭრელა.მე _ ცაში კვამლის ქულებად აჭრილსდა შენ, რომ ერთი ზეცა გხურავდეს,გავხდები (ტირი?!) ცოცხალი ჯაჭვი,მაგ ძველი ჭიდან მამის სულამდე...საღამოს ქარი გამფანტავს ნაცრად,ვერც ყელს შევეხე, ვერც ბაგეს მოვწვდიდა ნათლიასთან მაგ ყელის ნაცვლადშენი ბავშვობის ნატერფალს ვკოცნი...
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი