პოეზია · ლირიკა
მაინც სოფელზე
ახლა სოფელზე მსურს დავწერო... მეტყვიან მერე_დროს ჩამორჩიო, მოძველდაო ეგ თემა უკვე._ვაი, თქვენს პატრონს!_ ვეტყვი_ თქვენ თქვენს მოდაზე წერეთ,მე კვლავ ჩემს სარჩულგამოხეულ, კლდე-სოფელს ვუკმევ.
ჰოდა, ქარია. (ვტელეპატობ!) ქარია, თქორი,ცა ჩამოსულა თურმე ფეხად შუკებში წუხელ.ჩემს კრუხ-წიწილას დაეცაო ეზოში ქორი!_სწუხს დედაჩემი და მეზობლებს სატკივარს უმხელს.
მოსძალებია ღობისძირებს ეკალი უხვად,დგას უხელჯოხო მოხუცივით ოცი წლის ვაზი,ამ ჭურებს სტუმრის მოჭიშკრება სხვაგვარად უყვართ...მეძუძურ ხბოებს წამწამები პეპლებად აზით.
კიტრა ვაშლების აყვავება მიყვარდა როგორ!ვარდისფერებში გამოეყო ალუბალს კიჭი.გაღმა სოფელში გათხოვდაო მეზობლის გოგო...საგურამოსთან დამარცხდაო მეზობლის ბიჭი...
ჟანგიან სახნისს დაჰკარგვია ფოლადის გამა,ყრუ მყუდროება აკაკუნებს გულგამშრალ კარზე.არ მომასწრებო, აწი, ცოლ-შვილს?_ წყაროსთან, მამამდა ბრგე ჩაფივით მწუხარება შეიდგა მხარზე...
ცრის. ციცრის კვერცხებს აგროვებენ ბავშვები. გაღმამიტანტალებენ... (აღდგომაა ორიოდ დღეში.)_ეჰ, წუხელ ბოვში მესიზმრა და დარეკოს ახლა!_ზის დედა კართან და წიწილებს აპურებს პეშვში...
მაინც სოფელზე მსურს დავწერო!..