პოეზია · ლირიკა
ჩემი ბედნიერება
რა სჭირდება ჩემს ბედნიერებას?ერთი მაგარტარიანი ცოცხი,პრიალა ქვაბი და თავის სიცარიელე,რომ შიგ ტვინმა იხრიგინოს,როცა უარის ნიშნად თავს ვაქიცინებ.თანხმობა იმდენჯერ ვთქვი,რომ ჩემი სახლი გაივსოყველა ჯურის სატყუარით:ზოგს შვილი ჰქვია, სხვას - წიგნი,კიდევ - ხარახურები.და მე მათ წრეში მოქცეული -ცოცხით ხელში, ქვაბით თავზევოინბაზობ, თუმცა ძნელია.შიგადაშიგ, თუ ტაშს მიკრავენ,ბედნიერი ვარ.