↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულზე

კაიშაური რუსუდან

2010-08-121 წთ საკითხავი2626 ნახვა

—
პეპლები გამოვჭერი:"ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა".მერე ვარდებს ვხატავდი.ეხლა "რა მევარდება".შემოდგომა გამოვტოვე,ბებიობის ასაკიდა ვქსოვ, ვქსოვ,ხელები მიელავს ჩხირებივით.შავი თმებიდან თეთრებზე,თეთრი ფიქრებიდან შავზე გადავედი.გულის გორგალი დავშალე,ტუჩები გამოვარღვიე დასისხლში შევღებე ძაფები,ცრემლებში გავავლე სიმაგრისათვის.ვქსოვ, ნელა ვილევი.ჯერ არაფერი მეტყობა სიგრძე-სიგანეში,მრგვალი გორგალი ვარ.ზოგჯერ ავხტები ხოლმე: "ჰოპლა, მე ვცოცხლობ!"ხელები ფხიზლობენ ძაღლებივით,კართან მიგორების საშუალებასარ მაძლევენ.
კაიშაური რუსუდან

კაიშაური რუსუდან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი