პოეზია · ლირიკა
გეოგრაფია
შვილებისათვის მე რუკა ვარ,ჯოხით შემოხაზავენ გულს.ხელით მიფარავენ პირს დასხვა საჩოთირო ადგილებს.თვალებს მიტრიალებენ მრგვალებსდა ჩემი მოთმინების ეშინიათ.სახლში მე ჭუჭყიან კედელს ვმალავ,როცა გაკრული ვარ,მაგრამ ცაშიც შემიძლია გაფრიალება.საყრდენი მეცლება, როცა შვილებიჩემგან ქაღალდის გემს აკეთებენგეოგრაფიაში სამოგზაუროდ.