↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კოსმიური უღლება

ფოცხიშვილი მორის

2016-06-121 წთ საკითხავი8532 ნახვა

—
სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,ბედს უნდა ერთმანეთს გაგვყაროს, _მე ვხმები,შენ ხმები,ის ხმება...და მაინც ყვავილობს სამყარო.ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,ვიწვით და ღუღუნებს კერია, _მე ვმღერი,შენ მღერი,ის მღერის...თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.მღერიან... სიმღერით მკვიდრდებასული და ვიშუშებთ იარებს, _მქუხარე მსოფლიო მშვიდდებადა მაინც მსოფლიო ღრიალებს.და მყარი ოცნების ქვიტკირიირღვევა... დუღაბი მწირია...მე ვტირი,შენ ტირი,ის ტირის...თურმე ტრომბონები ტირიან.ცივდება ვულკანურ ნოტებისლავა და... მაესტრო ისჯება...ფესვებით, ტოტებით, ყლორტებითმე ვრჩები,შენ რჩები,ის რჩება...და როგორც მშიერი ობობაცა იცდის... დიდია ცის ძალა, _ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,მე წავალ,შენ წახვალ,ის წავა!ჩვენ წავალთ, ვარსკვლავებს გავცდებით,თუმც წასვლა ძალიან ძნელია, _მე მელის,შენ გელის,მას ელისდიდი გზა... ღმერთები გველიან!

ფოცხიშვილი მორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი