პოეზია · ლირიკა
“ვერის უბნის მელოდიებიდან”
ხმას არ იღებს. გულში ფიქრობს,ერია თუ ბერია, -“მაშინ რაღაც მაინც იყო,ახლა არაფერია!”
ბევრი უხმოდ წრუპავს “სიტროს” -“დროს მარილი აკლია”,“მაშინ ყრუმუნჯობა იყო,ახლა ლაპარაკია!”
ზოგი ძველ დროს ვერ ელევა,როგორც კუთვნილ კერიას, -“ცუდიც ბევრი იყო, მაგრამკარგიც ბევრი ერია!”
თავს იზღვევენ ზოგ-ზოგებიდა ძველ “მარშებს” მღერიან, -“მაშინ ყველაფერი იყო,ახლაც ყველაფერია!”
იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ,ცოტაა თუ ბევრია, -“მაშინ არაფერი იყო,ახლაც არაფერია!”