პოეზია · ლირიკა
“ვინ გამახარებს”
- ვინ გამახარებს – იტყოდა დედა,გაშლიდა მკლავებს…მიწას ვწყდებოდი...და როგორც მერცხლის ბუდეს მერცხალიდედას კისერზე ვეკიდებოდი.ვინ გამახარებს – იკითხავს მიწა,გაშლის ბელტებს და იმას მსგავსებით,ვით ერთ დროს დედას, ამჯერად მიწასჩემივ ნიჟარით მივეტმასნები...
ვინ გამახარებს იკითხავს ზეცა.