↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არის უხილავი მდინარება

ფოცხიშვილი მორის

2007-04-131 წთ საკითხავი5846 ნახვა

—
არის უხილავი მდინარებარაღაც უხილავი ძალის,რაღაც თითებშუა იპარება,როგორც უდაბნოში წყალი.
რაღაც ფიქრის ფერფლით იფარება,რაღაც იქსაქსება გზებად,რაღაც ტკივილებად კრისტალდება,რაღაც ნიჟარებად რჩება.
ლღვება იდუმალი მყინვარებაფარსის, ტრაგედიის, დრამის,ალბათ გულიც ისე იბზარება,როგორც გარდასახვის ჟამი.
ის რაც უკვდავებად იკვარება,მწუხრის ვერცხლისწყალად წვეთავს, -ვაი, უხილავო მდინარებავდღეთა სიცოცხლთა ჩვენთა!

ფოცხიშვილი მორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი