↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განშორების ჟამს

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13552 ნახვა

—
განშორების ჟამს ურიჟრაჟოაშენი თვალების მუქი ლაჟვარსი..სად შეეჩვია ულაჟვარდობას?შენთან ვატარე ჩემი ვაჟობა,შენთან მომქონდა პირველი ვარდი,ერთად ვერ ვხვდებით მაინც ვარდობას!
ჩაგსახლებია მწუხარი თვალებში,შენი მზე მოჩანს ცის დასავალზე.დაივლი ვენახს...სევდით, კაეშნითშეაჩერდები ცრემლიან ვაზებს.
გადახვეულან და როგორც ძმანიტირიან ვაზნი სევდით, გოდებით,გახარებულნი, მტირალნი მაინცდა გაზაფხულის მახარობელნი...
რისთვის ქვითინებთ, მარქვით, ვაზებო,მითხარით,თქვენი ცრემლი რას ნიშნავს?შტოო, აპრილის თრთვილით სავსეო,გაყრია ცრემლი ვერცხლის ზარნაშად,
ატირებული როგორც ვენახი,ვით ღვინობისთვის დამჭნარი ვარდი -მასავით ნაზი და ულაჟვარდო,ნეტავ აროდეს შენ არ მენახე...ვერ ამიხსნია, რისთვის მყვარდი,ვარდობის თვესი დამზრალო ვარდო?!
1938 წ.თვალადი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი