პოეზია · ლირიკა
გამარჯვების დილა
რად აწყდებიან ფანჯარას,რას ჟღურტულებენ ჩიტები?ადექით, დილა გათენდაგამარჯვების და დიდების!
ადექით, სწრაფად ჩაიცვით,შეკონეტ ია-ვარდები,გამარჯვების დღე მოსულა,გადაიყარეთ დარდები!
გადით ქუჩებში ყიჟინით,დიდების დილა ახარეთ,ნამდაფრქვეული ყვავილიმებრძოლებს გადააყარეთ!
მზე ამოსულა, სხივს აფრქვევს,დგება ნანატრი წამები,ბრძოლის ველიდან ჩამოვლენ,თქვენი ძმები და მამები...
რად აწყდებიან ფანჯარას,რას ჟღურტულებენ ჩიტები?ადექით, დილა გათენდაგამარჯვების და დიდების!
1949 წ.