პოეზია · ლირიკა
კოსმიური უღლება
სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, _მე ვხმები,შენ ხმები,ის ხმებადა მაინც ყვავილობს სამყარო.
ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,ვიწვით და ღუღუნებს კერია, _მე ვმღერი,შენ მღერი,ის მღერის...თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.
მღერიან... სიმღერით მკვიდრდებასული და ვიშუშებთ იარებს, _მქუხარე მსოფლიო მშვიდდება.და მაინც მსოფლიო ღრიალებს
და მყარი ოცნების ქვიტკირიირღვევა... დუღაბი მწირია...მე ვტირი,შენ ტირი,ის ტირის...თურმე ტრომბონები ტირიან.
ცივდება ვულკანურ ნოტებისლავა და... მაესტრო ისჯება...ფესვებით, ტოტებით, ყლორტებითმე ვრჩები,შენ რჩები,ის რჩება...
და როგორც მშიერი ობობა,ცა იცდის... დიდია ცის ძალა, _ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,მე წავალ,შენ წახვალ,ის წავა!
ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით,თუმც წასვლა ძალიან ძნელია, _მე მელის,შენ გელის,მას ელისდიდი გზა... ღმერთები გველიან!