პოეზია · ლირიკა
კინოკამერა
ბასას
მთებს შორის ლურჯი ცაა გაჩრილი,კვლავ ვაკვირდები დროს, ვით ბანომეტრს,ჩემი ბავშვობა გორგოლაჭივითსოფლის შარაზე მზეს მიაგორებს.
ზღვა მელნისფერ შუქს ლილად გაირევს,კადრს ცვლის კადრი და ფირი ილევა...- თქვენც აქ დარბოდით? – ვკითხე ყვავილებს,- ჩვენც აქ დავრბოდით! – თქვეს ყვავილებმა.