პოეზია · ლირიკა
ლაზიერის გამბიტი
ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზეარა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.დამუხტულია კეთილი სიბრძნით,ემორჩილება დედოფლის კდემას, _ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის,ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიანმეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდებააზრი,ოცნება,სიმართლე,ჭორი...არის უთუოდ რაღაც მსგავსებაამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის,ჩვენ რომ ვთამაშობთყოველთვის, ყველგანგულდაჯერებით და გამძაფრებით, _დაფაზე რჩება პატარა სევდა,პაიკის სევდა, სხვა არაფერი.