პოეზია · ლირიკა
მატარებელი წვიმაში
ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილადდა იდუმალი მოგვქონდა სითბო.წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,წამოგვეწია სიმღერა თითქოს.დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენიჩვენივე ცხელი გულების გარდა.ელნათურები ელავდნენ შორით,ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალითდა ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორიროგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილადდა იდუმალი მოგვქონდა სითბო.რაღაცას წერდა მინაზე წვიმა,წერდა და შლიდა სტრიქონებს თვითონ.