პოეზია · ლირიკა
დედაჩემის ლეგენდა
დედაჩემი - ბედის მხედარი,ოდესღაც უშიშარი.დაუბერდა ბედი, ვეღარ აჭენებს.ჯაგლაგა ბედი დაატარებსმხოლოდ საჭმელზე.დედაჩემი - თუშის ქალივით ცხენოსანი,თეთრ დროშას აფრიალებს,ომებს ერიდება,რადიოს ახრიალებს.ბედს ვეღარ ელევა,ჩაფრენია თითებით,რომელიც მიაქანებს დაღმართზე.როგორ არ მინდა დედაჩემი დაღამდეს,მირჩევნია დავაბინავო მითებში.