↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამის წინ

კაჭარავა კარლო

2010-08-121 წთ საკითხავი3031 ნახვა

—
ხოლო მათ ეცვათ რაღაც უმბრისფერი და მწვანე, მაშინ, როცა დღე საბოლოოდ ქრება.და ვიღაც მათ გვერდზე მოდიოდა შადრევანში დასველებული ფრთებით.მისი სილუეტის მიღმა ჩანდა ქარხანა, მისტიკური ფანტომი-იარაღიდა უნებლიე საცხოვრებელი ოცნებებისა,უკეთესი ცხოვრების შესახებ, რომელშიც მუშები მცენარეებს ჰგავდნენჭუჭყიანი ტბის ფსკერზე.ვაგლახ, რომ მათ მთვარეულ მოძრაობებსქარხნის მიღმა, ქარხანაზე უფრო დაუნდობლად სპობდა გარემო.დამძიმებული დიდი ხნის წინ შობილი,ან სულაც ამ წამს გაჩენილი სურვილებით,რომელთა უკან ამოფარებული ადამიანისმაგვარი არსებებიდაუნდობლად ებრძოდნენ ერთმანეთში ღვთისნიერს.მაშ ასე, ღამდებოდა და ისინი მიდიოდნენ ჭუჭყიანი პარკისაკენ,საიდანაც მათ შესახვედრად გამოვიდა ვიღაც,შადრევანში დასველებული ფრთებით.

კაჭარავა კარლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი