პოეზია · ლირიკა
ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა
ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა.ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ, თუ ვიმართებით:ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარშიმანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.მე მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა,გასაღებების დაკარგვა.ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულოწიგნი ყდაგაცვეთილიჩვენი ღარიბული, ან ზოგჯერ უკეთესი სამოსით.ღალატით, როგორც ცხოვრების წესით, სიცივეში ჩაის სმით.საცხოვრებლებში დაფანტული ვკითხულობთდა ერთმანეთს ვუამბობთ წაკითხულს,სხვა ქალაქებიდან ჩვენსკენ მომავალთვატანთ მოკითხვას,უკეთეს სურვილებს, ან ვიღაცას ვწირავთთითქოს უბოროტო შურისძიებით.
აგვისტო 89.