პოეზია · ლირიკა
ლადო ასათიანს
"რუსთველის პროსპეკტზე სიარულინუ მომიშალოს ღმერთმა."ლადო
შენ რუსთაველზე ახლაც დადიხარ,მივუყვები და მომდევ ლექსებით.ალალმართალი, წრფელი კაცი ხარ,ჩამიგულდი და აღარ მეშვები.
შენს ყაყაჩოებს ხალებს ვუთვლიდი,შერცხვათ და ღიმიც აღარ მიჩინეს...შენს მამა-პაპას ნათელს ვუთვლიდი,რომ შენი ჯიში გადაგვირჩინეს.
თუ შენს ბარდნალას ჩავეხუტები,ჩემი სოფელი ეჭვობს ქალივით.ათასი წლისაც არ გახუნდებიდა ილაპლაპებს რვალი ხალიბის.
უფრო თბილია დიდუბის მიწა-ვიდრე ელოდი...უფლის განგებით.მეც ნაბოლარა პოეტად მიცან,შენს მძლავრი ფრთის ქვეშ რომ ვფრთიანდები.