↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბეღურები

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5083 ნახვა

—
შენ ახლა ისე შორს იყურები,რომ ვერ შემამჩნიო, სულ არ მიკვირს.სხედან ანტენაზე ბეღურები,ჰგვანან დაშინებულ ჟურნალისტებს...
შენ კი მთების იქით იყურები,მაჯებმორყეული აივნიდან.თმაში ჩაბნეული სინგურებიხელის შეხებაზე გაირინდნენ...
იქნებ დარდებისგან დავიცალოთ,წამყე გოჩგოჩანა მდინარესთან,ჩრდილში ოცნებები გაგიცვალო,მერე გაგეპარო მძინარეს და
მინდვრად გაძებნინო სიყვარული,იქვე დამალულმა_ჭრიჭინებთან,შიში, ხმის ქვიტკირში შეპარულიროცა თვალებიდან იჭყიტება,
უნდა მივუხურო დარაბები,(ცოტა დამიმდუღრავს ხელისგულებს...)მერე თვალდახუჭულს ქარაფები_საგულდაგულოდ რომ შევიგულე,
უნდა აგატარო დაისამდე...მზეს აქ არაფერი დარჩენია,მე კი უშენობით დავისაჯე!იცი, უშენობა სასჯელია!
შენ კი მთების იქით იყურები,მაჯებდამტვრეული აივნიდან.ნახე, - დატუქსული ბეღურებისულ სხვა ანტენაზე გადაფრინდნენ...
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი