↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კარგად!

ბერეთელი ნუკრი

2026-07-181 წთ საკითხავი5075 ნახვა

—
სევდის ბაცილები დამესიენ,რაღაც უცნაურად მეღიმება.ვებრძვი სასაცილო ამნეზიებს.თავი გადიქნიეს ექიმებმა...
კარგად მენახეთ-თქო-დავიბარე,ისე შემოვბრუნდი...ჰაიჰარად.ცაზე მამონტებმა გადიარეს,ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
მეტი არაფერი უჩვეულო,სარკე დავუმსხვრიე მოჩვენებას-მე სხვა ღიმილსა ვარ მიჩვეული,ის სხვანაირ ღიმილს მაჩვენებდა!
ქვემოთ სართულები გადავთვალე,ქარებს ჭილყვავები მიჰკივიან.დღეს რაც უსათუოდ გაგახარებს,ჩემი მოგონილი სიკვდილია,
ან ეს ხარხარია უმიზეზო-ღამეს ჩაფრენილი ანაკონდა...აჰა, სიკვდილის წინ გავილექსე!(შენ ხომ ლექსებითაც ამაყობდი.)
მეტი არაფერი უჩვეულო.ღმერთის შეცდომაც თუ გავასწორე,ჩემო უჩემობას შეჩვეულო,წერილს დაგიტოვებ:....................P.S. sorry!
ბერეთელი ნუკრი

ბერეთელი ნუკრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი